LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივ ჯობსის ქალიშვილი ცხენოსნობით არის გატაცებული

179

სტივ ჯობსის 18 წლის შვილი საცხენოსნო სპორტით არის გატაცებული და წარმატებებსაც აღწევს. ევამ არაერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი მოწინააღმდეგეები ჯენიფერ გეითსი, დესტრი ალენ სპილბერგი და სხვა ცნობილი ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ.

„კონკურსები არაჩვეულებრივი საშუალებაა, გაიცნო ადამიანები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან,“ – ამბობს ევა ინტერვიუში.

სტივ ჯობსის უმცროსი შვილი ხშირად ვარჯიშობს ველინგტონში, ფლორიდის შტატში, სადაც დედამისმა, ლორენ პაუელ ჯობსმა 15 მლნ დოლარად რანჩო იყიდა.

ფლორიდა ჯობსებს შემთხვევით არ შეურჩევიათ, აქ საცხენოსნო სპორტის მოყვარულებისთვის იდეალური გარემოა. ევას მეზობლები არიან ბილ გეითსისა და ბრიუს სპრინგსტინის ოჯახებიც, რომლებსაც, სპორტის აღნიშნული სახეობა ასევე ძალიან უყვართ.

eve-jobs

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები