საფრანგეთის ქალაქ ლიონში მდებარეობს კინოდეკორაციებისა და ცნობილი შენობების მინიატურული მუზეუმი. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარობს, რომ აქაა წარმოდგენილი ლეგენდარული ნაგებობების ანალოგიური ქანდაკებები 1:12 მასშტაბით. ამ მინიატურების ავტორი მხატვარი დენ ოლმანია. აქვეა ლეგენდარული ფილმების გადაღებების დროს გამოყენებული დეკორაციები.