LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ქორიძემ, ეკა გიგაურმა და კიდევ რამდენიმე წევრმა შეწყალების კომისია დატოვა

45071908_1932324800149037_2683679593004531712_o

ეკა გიგაურმა, ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა შეწყალების კომისია დატოვა. როგორც ეკა გიგაური აცხადებს, მან წასვლის შესახებ განცხადება ნოემბერში, ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს დაწერა.

მისი ინფორმაციით, კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა ამას.

“მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე განცხადება ( კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იგივეს თუ არ ვცდები ) და 5 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია.

წარმატებას ვუსურვებ კომისიის ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე, მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა.

აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე,” – წერს ეკა გიგაური “ფეისბუქზე”.

კომისია დატოვა თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემაც. მან განცხადება კომისიიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g