LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი ესენი არიან პოეტ-მწერლები და მეორე ნინა წკრიალაშვილია მომღერალი…“

330

„თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი, ლადო სადღობელაშვილი მწერალ თეონა დოლენჯაშვილის ფოტოს და მასა და პოეტ დეფი გოგიბედაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

„რა უბედურია საქართველო დღევანდელი რ2-ის ხელში რომელიც ასე თავგამოდებით იცავს პლასტელინ მარგველაშვილს!!

„მწერალი“ თეონა დოლენჯაშვილი და „პოეტი“ დეფი ტენდენციურ „რ2“-თან ინტერვიუში საუბრობენ იმაზე, რომ თურმე არ იცნობენ და არ იციან საერთოდ ვინ არიან, ეგ კი არა, „გუგლშიდაც“ კი არ იძებნებიან ისეთი მწერლებიო, როგორებიც არიან : გურამ პეტრიაშვილი, ვაჟა ხორნაული, კობა არაბული, როსტომ მიგრიაული, ვახტანგ ხარჩილავა და სხვა…

მიმიფურთხებია ისეთი პოეტისთვის, როგორიცააა დეფი და მართლა საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ისეთ მწერალზე, როგორიცააა თეონა დოლენჯაშვილი! თქვნ საერთოდ თქვენ „შემოქმედებას“ პოეზიას და ხელოვნებას როგორ უწოდებთ, მე პირადად თქვენ საერთოდ ვერ წარმომიდგენიხართ ხელოვნებად, განსაკუთრებით დეფილი დეფი, რომელიც თავის მეუღლეს უღებს ტიტველს ფოტოებს და ამზეურებს, ან კიდევ ეს ქალბატონი თეონა დოლენჯაშვილი: იხილეთ ფოტო.

ერთი ესენი არიან პოეტ-მწერლები და მეორე ნინა წკრიალაშვილია მომღერალი…“ – წერს ლადო სადღობელაშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მის მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა, მათ შორის ვაჟა ხორნაულმა, კობა არაბულმა, გურამ პეტრიაშვილმა და სხვებმა, მცირე ხნის წინ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომა მოითხოვეს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g