7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც ხვალიდან 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია:
შპს “მედკაპიტალი-გლდანი” მის: ვეკუასქ. N 18.
შპს “მედკაპიტალი-საბურთალო” მის: გამრეკელისქ. N19.
შპს “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” მის: წინამძღვრიშვილისქ. N 57.
შპს “მედსი: (“ვერე-21”) მის: ქიაჩელისქ. N 18.
შპს “მედკაპიტალი-სამგორი” მის: მოსკოვისგამზ. კვ. 4, კორპ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.