LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მშობლები მესამედ გახდებიან (ფოტო)

5325696-0-image-a-42_1540307194616

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ორი შვილის ბედნიერი მშობლები არიან. ვარსკვლავური წყვილი ერთად 2 წლის ინესსა და 4 წლის ჯეიმსს ზრდის. ინტერვიუებში ლაივლი ყოველთვის აღნიშნავს, რომ უნდა დიდი ოჯახი ჰყავდეს, ახალმა ფოტომ კი, რომელიც ინტერნეტს ვირუსულად მოედო, დიდი ხმაური გამოიწვია.

საინტერესოა, რომ ფოტოზე, რომელიც რეინოლდსმა ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა 31 წლის არტისტის მოზრდილი მუცელი ჩანს, რის გამოც, სოციალური ქსელი ,,ადელაინის” ორსულობაზე ალაპარაკდა.

იმ ფონზე, როცა ოფიციალური განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით აქამდე არ გაკეთებულა, ბლეიკისა და რაიანის თაყვანისმცმლების ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს უბრალოდ  ცუდი რაკურსით გადაღებული კადრის ბრალია.

 

View this post on Instagram

 

New Orleans. As much as possible.

A post shared by Ryan Reynolds (@vancityreynolds) on

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდელმა მსახიობები 2012 წელს, 11 თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები