LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანკა ტრამპის კანდიდატურა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება

trump_ivanka

აშშ-ს პრეზიდენტის შვილის ივანკა ტრამპის კანდიდატურა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტი მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს გახდება ვაკანტური, როდესაც ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი თანამდებობას დატოვებს. მსოფლიო ბანკი პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურების განხილვის პროცესის დასრულებას თებერვლის შუა რიცხვებისთვის აპირებს, ხოლო ახალი პრეზიდენტის დამტკიცების პროცესი აპრილისთვისაა ჩანიშნული.

Financial Times-ის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე შესაძლო კანდიდატებს შორის ასევე არიან გაერო-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ მელპასი და USAID-ის ხელმძღვანელი მარკ გრინი.

როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებამ დიდი რაოდენობით რეკომენდაციები მიიღო კვალიფიციურ კანდიდატებთან დაკავშირებით და კანდიდატურების შიდა განხილვის პროცესი დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g