კრიტიკოსთა გილდიისთვის 2019 წლის დაჯილდოებაზე რჩეულების გამოვლენა საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცაიაში მათ ერთდროულად ორი გამარჯვებული, ლეიდი გაგა და გლენ ქლოუზი დაასახელეს. იგივე განმეორდა წლის მსახიობი ქალის ნომინაციაზე, ამჯერად ლიმიტირებულ სერიალში. ეს პრიზი ერთდროულად ორ მსახიობს გადაეცა, ემი ადამსს სერიალისთვის „ბასრი საგნები“ და პატრისია არკეტს სერიალისთვის „გაცქევა დანენმორადან“.
ვიდეოდან ჩანს, რომ მსახიობებისთვის ერთდროულად გამარჯვება საკმაოდ მოულოდნელი და ამაღელვებელი გამოდგა.