ცნობილი მოდური გამოცემა Vogue საქართველოს მოდის ინდუსტრიაზე მორიგ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საკუთარ მომხმარებლებს თბილისში ვიზიტისას რამდენიმე მოდური ადგილის მონახულებას ურჩევს, რომელიც ფანტასტიურია საშოპონგოდ. ნიუ-ორკში მოღვაწე დიზაინერის, ქეთევან გვარამაძის რჩევებზე დაყრდნობით, უცხოელი მკითხველი უფრო ახლოს იცნობს ქართულ მოდას. ამჯერად Vogue-ის ობიექტივში შემდეგი ადგილები მოხვდა.
Pierrot le Fou – ესაა სამოსისა და აქსესუარების ძალინ ლამაზი მაღაზია კრეატიული ინტერიერით.

Flabour Georgian Designers, Chardin one – ეს არის ახალი მაღაზია , რომელიც გაბრუნებთ ძველი თბილისის ატმოსფეროში.

Tamuna Ingorokva Atelier – ეს ატელიე მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშოპინგო ადგილია თბილისში, სადაც მზა სამოსის გარდა, ინდივიდუალურად შეკვეთაც არის შესაძლებელი.

Dry Bridge – ყურადღება გამახვილებულია ძველი თბილისის ბაზრობაზე მშრალ ხიდთან, სადაც ადამიანებს ძველი ანტიკვარული ნივთები საკუთარი სახლიდან გამოაქვთ გასაყიდად.

Samoseli Pirveli – საუკეთესო ადგილი ტრადიციული ქართული სამოსის შესაძენად.

