LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება” – სერგეენკომ იაშვილის კლინიკაში მყოფი ბავშვი მოინახულა

sergeenko

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის სახელობის კლინიკაში მივიდა და აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი მოინახულა. კლინიკაში შეყვანილი 6 ბავშვიდან, ხუთი დღეს დილით გაწერეს. მინისტრის თქმით, იაშვილის კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც გუშინ ოპერაცია დასჭირდა.

“გუშინ შემოვიდა 6 პაციენტი, 5 გდილით გაეწერა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობას აგრძელებს ერთი პაციენტი, რომელსაც დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მანვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ აფეთქების ადგილიდან, დღეს დილით ღუდუშაურის საავადმყოფოში ორსული ქალი საკუთარი სურვილით მივიდა. მინისტრი ახლა სწორედ მის მოსანახულებლად მიდის.

“მაქვს ინფორმაცია, რომ კლინიკაში ამ დილით შევიდა ორსული, ვაპირებ რომ მივიდე და მოვინახულო,” – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 8 კი გარდაიცვალა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g