ვერიკო ტურაშვილსა და კახა კუხიანიძეს 23 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში ელოდებიან. ისინი ქართველი ემიგრანტებისთვის ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ეს არის რიგით მესამე კონცერტი, რომელსაც მომღერლები ავსტრიაში მცხოვრები ქართველებისთვის აწყობენ.
ღონისძიების ორგანიზატორია ეკა ჭელიძე.
მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, მათ შორის, დუეტებს, რომლებიც ერთობლივად აქვთ ჩაწერილი – სიმღერებს: „ერთი დღე“ და „დეკემბერი“.