LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტისანიტარია ინფექციურ საავადმყოფოში – “ჯანმრთელი ადამიანი დაინფიცირდება აქ, არათუ დაინფიცირებული გამოჯანმრთელდება”

377

ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ანტისანიტარიაზე სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი ატყდა. Forum.ge-ს მომხმარებელმა საკუთარ პოსტს, სადაც საავამდყოფოში ნანახ სიბინძურეზე წერდა ფოტოებიც დაურთო.

„ჩემი ახლობელი დააწვინეს ინფექციურ საავადმყოფოში.
როდესაც ეს ამბავი გავიგე, ვიკითხე რომ თუ შეიძლება მოვიდე და მოვინახულო.

თანხმობის მიღების შემდეგ ვეცადე მიღების საათები დამედგინა, მაგრამ ამაზეც მივიღე მარტივი პასუხი, რომ
„როდესაც მოიცლი“ . . . ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ გავთამამდი და უკვე ის ვიკითხე, მეორე ადამიანს თუ შემოუშვებენ
მეთქი და ამაზეც დადებითი პასუხი მივიღე.

დღეს 19:30 წუთზე ((დრო მიახლოებითია)) მივადექით ამ დაწესებულებას. შენობის შესასვლელში დაცვის ჯიხურია,
მეგონა მკითხავდნენ რამეს მაინც . . . მაგრამ მოშნად დაგვიკიდეს. არადა ინფექციურ საავადმყოფოში შესვლა და ვიზიტი
ცოტა სხვანაირად წარმომედგინა – ჩამაცმევდნენ ხალათს, თავზე ქუდს, ხელთათმანებს, პირბადეს და რაღაც დროს დამიწესებდნენ.
მიდიიი, შენც არ მომიკვდე. დაახლოებით 23:00 წუთი იყო გამოვედით და კაციშვილს არ მოვუკითხივართ.

მაგრამ არც ამაზეა თემა.

წინასწარ ბოდიში და თუ მაინცდამაინც ან ახალი ნაჭამი გაქვთ საჭმელი, ან ფეხმძიმედ ბრძანდება ვინმე, ან სუსტი გული აქვს, თვითონ გადაწყვიტოს, ნახოს თუ არა, რასაც ქვემოთ დავდებ.
ვიმეორებ – თბილისის, დედაქალაქის, საქართველოს ე რ თ ა დ ე რ თ ი ი ნ ფ ე ქ ც ი უ რ ი საავადმყოფოს სეფსისი ცენტრის შენობაა ეს.

ჯანმრთელი ადამიანი დაინფიცირდება აქ, არათუ დაინფიცირებული გამოჯანმრთელდება.
ეს არის ერთი პალატის მაგალითზე – და როგორც მითხრეს ეს პალატა ყველაზე ნორმალურია მეტ-ნაკლებად

ყველაფერი დალეწილი, ყველაფერი მოშლილი – სახელურები, ნათურები .

9d8f5c9da59a 12d1aca459ed c0059ff3a6fc ef73360a88ae

ასეთი ფარდები საუკუნის წინ ეკიდა პლაცკარტებში, იქ გარეცხილები მაინც ეკიდა. ნუ ამას თუ დაკიდება ჰქვია
გადასაფარებლები და ლილონეუმზე არ მაქვს საუბარი. საუკენეც ვერ დავადგინე იმ ხანისაა და სიბინძურის.
სკამი – უუუ, საზიზღრობა.

d00863507ea0 092d4fd73ec6

d26e75529ff0 170f2172cac9 3caf0cf7837c

ცალკე გამოყოფის ღირსია კედელი – ნუ გასაგებია აქ რამ და ვინ უნდა უშველოს და ისევ სანთლების დანთების კვალია,
თეთრეული – ეს მწვანე ფერის დახვდათ ადგილზე. ნუ იასნია იქ არ დაწვებოდნენ. თან კაიფის ის იყო, რომ თავიდან
ექიმს უუკადრისებია – რად გინოდათ საბანს, ლეიბს და ბალიშებს, თეთრეურებს რომ ყიდულობდითო, ჩვენ გვაქვსო.

გადასხმის ,,ჯოხი” არ ვიცი რა ჰქვია მაგას, სადაც წვეთოვანს ჰკიდებენ.

2ff3f315cf77 9a87465025c6 87f4da50b3b4 227197d37629

აბაზანა – ელემენტარულ ჰიგიენაზე საუბარი ზედმეტია.

7a367c858347 84edc65db694

9e9f70869a0c 09ab0089e269 c5d3df84f516 7583d931b1a2

და ბოლოს – ეს გაწკრიალებული ადგილი არის საწოლის გვერდითა კედელი,” – წერს ფორუმის მომხმარებელი.

4dafa7a03abd e0fd53d5dcf0 f8ab64a770a9

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g