LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISIS-ის საფრთხეები – პანკისზე საშიში ქვემო ქართლია

90

პანკისზე მეტი საფრთხე ქვემო ქართლიდან მომდინარეობს, ამის შესახებ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, პანკისის ხეობა არის უარყოფითი ბრენდი, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ბევრად უფრო რთული პროცესები ვითარდება ქვემო ქართლში, ვინაიდან რაოდენობრივი თვალსაზრისით, სალაფიტების რიცხვი ქვემო ქართლში უფრო მეტია, ამიტომ, არეშიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონს მეტი  ყურადღება უნდა მიაქციოს.

მამუკა არეშიძეს ეჭვი შეაქვს იმ ფოტოების იდენტურობაში, რომელიც რუსთავი ორმა   გაავრცელა და სადაც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჰეზბოლას ერთერთი ლიდერი, თბილისში მდებარე მაკდონალდსთან არის დაფიქსირებული. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ჰეზბოლა საქართველოსთვის საფრთხე არ არის, ვინაიდან ორგანიზაცია ირანთან და რუსეთთან ერთად, ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ იბრძვის.

ისლამური სახელმწიფოს მუქარის ასრულების შემთხვევაში, რომელი ობიექტები შეიძლება გახდეს ტერორისტების სამიზნე, არეშიძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, სამიზნე იქნება უცხო ქვეყნების საელჩოები და ხალხმრავალი ადგილები, მაგალითად, მეტრო, სადაც დიდი თავყრილობაა და ადამიანების კონტროლი რთულია.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს თამაში და იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ.

”აშშ-ს, რუსეთს, თურქეთსა და სხვა სახელმწიფოებს ხელს აძლევს ერაყში მიმდინარე პროცესები, კერძოდ, მართული ქაოსის რეჟიმი და დაუმთავრებელი ომი. მათ უნდა დაამთავრონ თამაში და მიხედონ ამ უბედურებას” – განაცხადა მამუკა არეშიძემ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g