მსოფლიო სპორტის მოვლენა, ლეგენდარული მორაგბე ჯონა ლომუ გარდაიცვალა. All Blacks-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 40 წლის იყო. მისი გარდაცვალების შესახებ რაგბის ახალ ზელანდიურმა კავშირმა განაცხადა.
კარიერის განმავლობაში ლომუმ 63 მატჩი ითამაშა All Blacks-ის შემადგენლობაში. 2007 წელს იგი რაგბის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
პროფესიულ რაგბიში დებიუტიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ მსოფლიო თასზე გაემგზავრა, სადაც უდიდესი ფიზიკური ძალის მქონე პატარა ბიჭმა ხუთ მატჩში შვიდი ლელო დადო, მათ შორის ოთხი ინგლისთან ნახევარფინალში.
1995 წლის მსოფლიო თასიდან ერთ წელიწადში თირკმლის სერიოზული პრობლემა აღმოუჩინეს. ლომუმ სპორტიდან წასვლაზე უარი თქვა და რამდენიმე წელი (მათ შორის კიდევ ერთ მსოფლიო თასზე) კიდევ ითამაშა. 2004 წელს მას თირკმლის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია გაუკეთდა, რომლის დონორი მისი ფანი გახდა.
ჯონა ლომუ მიეკუთვნება ისეთ დიად სპორტსმენებს, რომლებიც საუკუნეებში ერთხელ იბადებიან, თავის სათამაშო სახეობას ცდებიან და მსოფლიო სპორტის გამორჩეული ფიგურები ხდებიან. ლომუ იყო მოვლენა, რომელიც ვინ იცის კიდევ როდის განმეორდება.