გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ქარდი ბიმ მეუღლესთან დაშორების შესახებ განაცხადა. მაშინ 26 წლის ვარსკვლავის გადაწყვეტილება მტკიცე ჩანდა, თუმცა, როგორც ჩანს, შერიგების არაერთი მცდელობის შემდეგ, Offset-მა თავისი გაიტანა.
სკანდალურმა რეპერმა ,,ინსტაგრამის” ისტორიებში ფოტო წარწერით ,,სახლში მინდა” გამოაქვეყნა. ფოტოზე, Migos-ის ერთ-ერთი წევრი მათ საერთო ქალიშვილთან ერთად ჩანს, რომლის სახე გულის ემოჯით არის დაფარული.
შეგახსენებთ, რომ ქარდი ბი და Offset 2017 წელს დაქორწინდნენ. მომდევნო წლის ივლისში, ახალგაზრდა არტისტები გოგონას მშობლები გახდნენ.