LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი – დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

chichinaze

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157 პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაბარებულია გამოკითხვაზე,“ – განმარტავენ შსს-ში.

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.

„რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

magti 5g