LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი საღინაძე „ჩცდ“-ს ფინალური სერიის დასასრულს განმარტავს (ვიდეო)

irakli-saginadze

ტელეკომპანია „მესამე“-ს სტუმრად ეწვივნენ „ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე და მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი, რომელიც ტელესერიალში ზაზას როლს განასახიერებს. სწორედ ზაზასა და ქეთის ამბავი იყო ცენტრალური ფინალურ სერიებში. მესიჯი, რომელიც ზაზამ ქეთის გაუგზავნა, საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. შეურიგდება თუ არა წყვილი ერთმანეთს, ამას უკვე მესამე დღეა, აქტიურად არჩევენ სოცქსელებში.

ირაკლი საღინაძე:

ჩვენ გვინდა, წამოვჭრათ საკითხი, ვაჩვენოთ ადამიანური დილემები და გამოვიწვიოთ დისკუსია, ერთად ვეძებოთ პასუხები, რა უფრო სწორია. საავტორო პოზიცია შეიძლება იყოს დაფიქსებული აქსიომატურ თემებზე. ის, რომ ძალადობა ცუდია, აქსიომატური ნაწილია. ეს თვალსაჩინოდ ჩანდა, როგორც საავტორო პოზიცია. ისედაც, მგონია, რომ საზოგადოება შევთანხმდით: არა კაც ვკლათ და არა ქალ ვკლათ. იმის იქით უკვე ყველაფერი ექვემდებარება ინტერპრეტირებას და დისკუსიის საგანია. ტაქტიკურად როგორ უფრო სწორი იქნებოდა… ეს ეტყობა, ჩვენი შეცდომაა და რაღაც ვერ შევასრულეთ – რატომღაც აღიქვეს, რომ მესიჯით ზაზამ შერიგების სურვილი გამოხატა. მე სხვანაირად გავიგე მისი მესიჯი. მისი კომპლექსების გამოხატულება უფროა, შედარების ფორმატში და კონკურენციის პირობებში დაინახა საკუთარი თავი. კომპლექსებმა აიძულა, ეს მესიჯი მიეწერა. თუმცა, რა თქმა უნდა, აინტერესებს გაიგოს იმ ქალის აზრი, რომელიც შეიძლება, შემფასებლად გამოდგეს, მისი, როგორც კონკურენტული მამრის. ლეგიტიმური კითხვაა და ამაში შერიგების სურვილიც შეიძლება დავინახოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მინდა, მაყურებელმა დაგვიჯეროს, არც ერთი კითხვის ნიშანი, რაც სერიალში დაისმის, არაა მიმართული იქითკენ, რომ ვინმეს რამე ასწავლოს. ჩვენ გვინდა, ერთად ვიფიქროთ და მერე გამოწვეული დისკუსიით რაღაც დასკვნები გავაკეთოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g