უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი ოდესა-თბილისის მარშრუტზე ფრენებს განაახლებს. avianews.ge-ის ინფორმაციით, ოდესა-თბილისი-ოდესას მიმართულებაზე ავიამიმოსვლა ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში , კერძოდ 16 მაისიდან განახლდება. ავიაკომპანია აღნიშნულ მარშუტზე კვირაში ორი სიხშირით იფრენს. რეისები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
ცნობისთვის, YanAir Airlines დღეისათვის რეისებს კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ასრულებს.