ამ დღეებში, ცნობილი გახდა, რომ კეიტ ბეკინსეილს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რადგან მას საკვერცხის კისტა გაუსკდა. ბრიტანელმა ვარსკვლავმა საავადმყოფო უკვე დატოვა და შეიძლება ითქვას, თავსაც მშვენივრად გრძნობს.
ახლახან, 45 წლის მსახიობი პაპარაცებმა 25 წლის პიტ დევიდსონთან ერთად გამოიჭირეს. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ისინი მაშინ არიან გადაღებული, როცა სასტუმროს ხელჩაკიდებული ტოვებენ.
ერთ-ერთ კადრში ჩანს, თუ როგორ ეხუტება არიანა გრანდეს ექს-ბოიფრენდი ლენ ვაისმენის ყოფილ მეუღლეს.
უნდა აღინიშნოს, რომ წყვილის რომანზე მედია ჯერ კიდევ ,,ოქროს გლობუსის” შემდგომ წვეულებაზე ალაპარაკდა.
როგორც ჩანს, ლამაზმანს მასზე ასაკით ბევრად უმცროსი მამაკაცები მოსწონს, რადგან ცოტა ხნის წინ კეიტს მის ასისტენტთან, სტივენ სიმბარისთან ურთიერთობას მიაწერდნენ.