LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასაფეთქებელი მოწყობილობები,იარაღი,ISIS-ის დროშები – ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დაააკავეს

55

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებით სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მიმართეს თბილისის საქალაქოს სასამართლოს 11 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინების თაობაზე. ჩხრეკის შედეგად 4 პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტროლოტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.

იზორიას თქმით, სახლებიდან, ასევე, ამოიღეს მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორის სიმბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები და ტერორიტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები.

დაკავებულებს ჯამბულ ა.-ს, მირიან ბ.-ს, გია ბ.-ს და ლაშა გ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ 236 მუხლის მეორე ნაწილით.

დაკავებულების კონკრეტული გეგმის შესახებ გამოძიების შედეგად გახდება ცნობილი. ამასთან, საქმეზე გრძელდება შემდგომი გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი სხვა პირების მხილების და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

magti 5g