“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის წიანაღმდეგ საჩივარი შეიტანა. “საიას” იურისტის ეკა ციმაკურიძის თქმით, მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებები სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევის ნიშნებს შეიცავს. მისივე თქმით, ეს განცხადებები მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს წარმოადგენს.
“საია” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და დამოუკიდებელ ინსპექტორს მოუწოდებს, კანონის სესაბამისად განიხილონ და შეაფასონ დიმიტრი გვრიტიშვილის ქმედებები და კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ.
საჩივარზე რეაგირებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2 თვე აქვს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცნენ, რაც საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კაციანი სია წარუდგინა. ამ სიამ მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში დებატები და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს.