LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა პირი, ვისაც დანაშაული მიუძღვის, კვლაც რჩებიან თანამდებობებზე – გიგი უგულავა

ugulava_saralidze

„ევროპული საქართველოს“ წევრები გიგი უგულავა და სერგო რატიანი გენერალურ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მივიდნენ.

როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ყველაფერი კეთდება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტი არ გაჩნდეს.

საზოგადოებამ საგამოძიებო კომისიიდან ნახა ყველა ის უბედურება, რაც პროკურატურამ ამ საქმეში გააკეთა. ამას მოჰყვა პროტესტი და შოთაძის გადაყენება. მაგრამ ამჟამად თადუმაძე ამ კაბინეტში უბრალოდ დევს, რადგანაც ყველა პირი, ვისაც დანაშაული მიუძღვის, კვლაც რჩებიან თანამდებობებზე.

დღეს რეალურად ორი გენერალური პროკურორია – არაფორმალურად შოთაძე და მეორე თადუმაძე. ასეთ ვითარებაში ჩვენ ამ საქმეში სამართალს ვერ მივაღწევთ,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g