პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. მისი ცხედარი სახლში იპოვეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.
უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ოჯახთან კონტაქტზეა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
„პოლონეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე. დაწყებულია საქმის მოკვლევა. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.