LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის მოზარდი თბილისში, 4 მაღაზიის ქურდობაში ამხილეს

155
resize_4IsegD87kvHULVzPqaCBR5GK3ZQnWfbT_980x590

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული გ.ვ. ამხილეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა თბილისში, დავით აღმაშენებელის ხეივანში მდებარე „ელიტ ელექტრონიქსის“ და „მოდერნ ვილას“ 2 მაღაზია, ასევე, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე „ბელუქსის“ და „ლაით ჰაუსის“ მაღაზიები გაქურდა, საიდანაც ფული, სხვადასხვა ნივთები მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g