თბილისის მომხმარებლებისთვის “სილქნეტი” ახალ აქციას იწყებს. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს.
როგორც ”სილქნეტში” განაცხადეს, 9 დეკემბრიდან ოპტიკური ინტერნეტის არსებულ და ახალ აბონენტებს აქციის ფარგლებში შეეძლებათ დამატებით 20 მბ სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობა. გარდა ამისა, არსებული აბონენტები, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ოპტიკური ინტერნეტის ნებისმიერი კომბინაცია (10მბ; 20მბ; 35მბ; 50მბ), გარდა პაკეტისა „ფორმულა 1“(100მბ/წმ), ფასის შეუცვლელად გაზრდილ სიჩქარეს მიიღებენ.
”სილქნეტის” ინფორმაციით, მომატებული სიჩქარით მომხმარებელი აქციაში ჩართვიდან 90 კალენდარული დღე ისარგებლებს. აქციაში რეგისტრაცია შესაძლებელია 2016 წლის 15 იანვრის ჩათვლით.