წლის ყველაზე ფერადი სეზონი მოახლოვდა. იმისათვის, რომ ზაფხული მეტად მრავალფეროვანი გახდეს, სილქნეტმა Apple-ის და სხვადასხვა ტექნიკის შეძენა უფრო გაამარტივა როგორც სილქნეტის არსებული მომხმარებლებისთვის, ისე 15 ივლისამდე პორტირებული აბონენტებისთვის.
უპრეცედენტო შეთავაზება მოიცავს 6 თვიან უპროცენტო განვადებას „მერე“ ბარათით, საჩუქრად მობილურის პაკეტებს და ფასდაკლებას.
მოწყობილობის ღირებულების მიხედვით, მომხმარებელს საჩუქრად გაუაქტიურდება:
Iphone –ს მოდელების შეძენისას – 6 თვით პაკეტი „ყველაფერი ულიმიტო“, რომელიც მოიცავს უსწრაფეს მობილურ ინტერნეტს + SMS + სასაუბრო წუთებს ულიმიტო პირობით.
ანდროიდის მოდელებზე:
• 500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას – 3 თვით „კოსმო” პაკეტი – 100 წუთი, ულიმიტო SMS და 1 GB ინტერნეტი.
• 500-დან 1000 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას – 6 თვით „კოსმო” პაკეტი – თვეში 100 წუთი, ულიმიტო SMS და 1 GB ინტერნეტი.
• 1000-დან 1500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას – 12 თვით „კოსმო” პაკეტი – თვეში 100 წუთი, ულიმიტო SMS და 1 GB ინტერნეტი;
• 1500-დან 2500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 10 GB ინტერნეტ პაკეტს;
• 2500 ლარზე მეტი ღირებულების სმარტფონის შეძენისას – მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 20 GB ინტერნეტ პაკეტს.
საზაფხულო შეთავაზება გავრცელდება სილქნეტის მობილურ ქსელში პორტირების შემთხვევაშიც. პორტირებული მომხმარებელი iPhone-ს შეძენისას მიიღებს 100 ლარიან ფასდაკლებას და საჩუქრად გაუაქტიურდება პაკეტი „ყველაფერი ულიმიტო“ 6 თვის ვადით. ასევე, შესაძლებელობა ექნება სასურველი მოდელი შეიძინოს „მერე” ბარათით, თანხის 6 თვიანი უპროცენტო გადანაწილებით.
აღნიშნული შეთავაზება გავრცელდება პირველ 10 მომხმარებელზე, რომელიც სილქნეტის ქსელში დაპორტირდება 15 ივლისის ჩათვლით.
„მერე“ ბარათი სილქ ბანკის უნიკალური პროდუქტია. მისი გააქტიურება შესაძლებელია:
- სილქნეტის სერვის ცენტრებში QR კოდის საშუალებით
- Silk Bank-ის ვებგვერდზე – silkbank.ge/mere
- Silk Bank-ის მობილური აპლიკაციიდან
სილქნეტის მომსახურების ცენტრებში მომხმარებელს სასურველი მოდელის შეძენაში, პაკეტის შერჩევაში ან „მერე” ბარათის აქტივაციაში გამოცდილი კონსულტანტები დაეხმარებიან შემდეგ მისამართებზე:
• პირველი რესპუბლიკის მოედანი #6
• ცინცაძე ქ.#2
• სითი მოლი – ვაჟა-ფშაველას #70/ქავთარაძის1, სართ. G; გუდვილთან
მომხმარებელი ერთი სამუშაო დღის ვადაში უფასოდ შეძლებს პორტირებას სერვის ცენტრში, სხვა ქსელში არსებული დადებითი ბალანსით, რასაც გამოიყენებს სილქნეტის მობილურ ქსელში.
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 15 ივლისამდე.
