კვირას ლონდონის Wembley Arena-ზე მუსიკალური შოუს X Factor-ის გრანდიოზული ფინალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც პირველად შოუს ისტორიაში 17 წლის ლუისა ჯონსონი გახდა. თინეიჯერი გოგონა უკვე 125 ათასი ფუნტი სტერლინგის მფლობელია, ის Syco ლეიბლთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც მის მომავალ სტუდიურ ალბომს ჩაწერს. საიმონ ქოუელმა ჯონსონი ლეონა ლუისს შეადარა, რომელიც X Factor-ის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი არტისტი გახდა. გამარჯვებულმა ფინალურ სიმღერად ბობ დილანის ლეგენდარული ჰიტი Forever Young აირჩია.
რაც შეეხება თავად ლუისა ჯონსონს, მისი მენტორი რიტა ორა გახლდათ, რომელიც გამარჯვების სიხარულს ვერ მალავდა. შედეგები საზოგადობას ოლი მარსმა ამცნო, ფინალში კი რიტა ორას კონკურენტი შერილ ქოულის გუნდი იყო. ფინალი ვარსკვლავური პერფორმანსებით გამოირჩეოდა, შოუს ფინალზე იმღერა ადელმა თავის პოპულარული ჰიტი Hello, სპეციალურ სტუმრებს შორის იყვნენ ასევე ჯგუფი Coldplay და ბოიბენდი One Direction.