NBA-ს ჩემპიონი და მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის აბსოლუტური რეკორდსმენი „გოლდენ სტეიტი“ როგორც იქნა გააჩერეს: სტივენ კარიმ და კომპანიამ სტარტიდან პირველად წააგეს.
„უორიორზის“ 24-მატჩიანი მოგებათა სერია „მილუოკი ბაქსმა“ შეწყვიტა. მასპინძლებმა ფავორიტი 108:95 დაამარცხეს. კარიმ გუნდს 28 ქულა შემატა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ბრწყინვალედ მოთამაშე იანის ადეტოკუნბოსა (სამმაგი დაბლი) და გრეგ მონროს (ორმაგი დაბლი) წინააღმდეგ.