LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალური ადგილები, სადაც მარტში მოგზაურობას გვირჩევენ

travel-tools-destination-670x335

გვიახლოვდება გაზაფხული და ახალი შთაბეჭდილებების მიღების დრო დგება. სწორედ ამიტომ უცხოურმა ვებგვერდმა kiwi.com-მა ისეთი ლოკაციები შეარჩია, სადაც მოგზაურობა გაზაფხულის პირველ თვეს იდეალური იქნება. გთავაზობთ, რამდენიმე ლოკაციას, სადაც გამგზავრება მარტში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება.

1. იამაიკა – ჩამონათვალში პირველ ადგილზე კუნძული იამაიკაა. მარტის დასაწყისიდან აქ ქარიშხლიანი სეზონი სრულდება და იწყება სასიამოვნო, მშვიდი ამინდის ხანა. ვერცხლისფერი სილა, ცისფერი მთები, ეგზოტიკური ხილი, პალმები, იამაიკური ყავა და რომი  – ეს ყველაფერი იამაიკას განსაკუთრებულს ხდის.  ეს არის კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელიც მოქცეულია კარიბის ზღვაში. კუნძული კუბიდან დაცილებულია 150 კილომეტრით, ხოლო ჰაიტიდან 190 კილომეტრით. იამაიკა, კუბასთან და ჰაიტთან ერთად წარმოადგენს დიდი ანტილის კუნძულებს.

2. ირლანდია – ერთი შეხედვით პატარა კუნძული სანახაობათა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. საუკუნოვანი სააბატოები და ტაძრები, ნანგრევები, ციხე-სიმაგრეები და ადგილობრივთა სახლები საშუალებას ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოთ ამ სიმწვანეში ჩაფლული კუნძულის ისტორიასა და კულტურას.

ირლანდია გამოირჩევა მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორიით, რაც წინაპირონაა იმის, რომ კუნძულს ყოველწლიურად უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს.

აღსანიშნავია, რომ მარტის პერიოდში ირლანდიის მონახულებას წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით გვირჩევენ. ეს არის ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც მთელ მსოფლიოში 17 მარტს აღინიშნება. მან სახელი მიიღო წმინდა პატრიკის საპატივსაცემოდ (ჩვ.წ. 387-461 წწ.), რომელის ძირითად ირლანდიაში არის ცნობილი. წმინდა პატრიკის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა მე-17 საუკუნის დასაწყისში და შემდგომ გახდა ირლანდიური კულტურის ზეიმი.

მიიღო წმინდა პატრიკის დღე ძირითადად აღინიშნება ეკლესიაში წირვაზე დასწრებით, მწვანე ფერის ტანსაცმლის ტარებით და რაც შეიძლება ბევრი დალევით (ირლანდიაში). წმინდა პატრიკის დღე სახალხო დღესასწაულია ირლანდიის რესპუბლიკაში, ჩრდილო ირლანდიაში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში და მონტსერრატში. ის ასევე ფართოდ აღინიშნება ირლანდიური დიასპორის მიერ გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, აშშ-ში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.

3.რუმინეთი და მოლდოვა – აღნიშნული ორი ქვეყნის მონახულება, სწორედ მარტშია ყველაზე საინტერესო, როცა ეს უკანასკნელნი ერთად აღნიშნავენ გაზაფხულის შემობრძანებას Mărţişor-ის დღესასწაულით. ამ ფესტივალს მეორენაირად პატარა მარტის ფესტივალიც ეწოდება. ამ დროს რეგიონის მოსახლეობა სამოსზე თილისმას იმაგრებს, რომელიც წითელი და თეთრი ძაფებით კეთდება. ის ვინც ამ თილისმას სხვას გადასცემს საჩუქრად, უზრუნველყოფს რომ მომდევნო წელს ის ძლიერი და ჯანმრთელი იყოს.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმი რუმინეთში ფოკუსირდება ქვეყნის ბუნებრივ ლანდშაფტსა და მის მდიდარ ისტორიაზე. ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ტურიზმი კი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტისთვის მზარდად მნიშვნელოვანი წყარო ხდება.

რაც შეეხება მოლდოვას, მიუხედავად  პატარა ტერიტორიისა, მოლდოვას რესპუბლიკას გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი  ტურიზმის განვითარების კუთხით, წარმოდგენილი გეომორფოლოგიური ტერიტორიის განსაკუთრებული თვისებებით, მათ შორის, ყველა ბუნებრივი ძეგლებით, ლანდშაფტური და ბუნებრივი ნაკრძალებით, ასევე გეოლოგიური,  ევროპული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ძეგლებით.

4.ახალი ორლეანი, აშშ – მარტის თვეში აქ მარდი-გრას დღესასწაული აღინიშნება. მარდი გრა ყველიერის საერთაშორისო ანალოგია. ზეიმობს მთელი მსოფლიო, მაგრამ ყველაზე გრანდიოზული ზეიმი ახალ ორლეანში იმართება.

მარდი გრა (ფრანგ. Mardi Gras – „მსუყე სამშაბათი“; ინგლ. Shrove Tuesday – „აღსარების სამშაბათი“) ეწოდება დასავლეთ ევროპული დიდმარხვის დაწყების წინა დღეს და ყოველწლიური კარნავალის კულმინაციაა. მარდი-გრა ხსნილის ბოლო დღეა. შესაბამისად, მოზეიმე ხალხი განსაკუთრებით ბევრს და მსუყედ ჭამს 46-დღიანი დიდმარხვის დაწყების წინ.

მარდი-გრას თარიღი მოძრავია. ჩვეულებრივ, 3 თებერვლიდან 9 მარტამდე პერიოდში იმართება ხოლმე, ნაკიან წელიწადში კი – 4 თებერვლიდან 9 მარტამდე. დიდმარხვის დაწყების თარიღის მსგავსად, მარდი-გრას თარიღიც დამოკიდებულია აღდგომის მოძრავ თარიღზე.

5.ივრეა, იტალია – ქალაქი და კომუნა ტურინის პროვინციაში, პიემონტის რეგიონში. მდებარეოობს ვალე-დ’აოსტასაკენ მიმავალ გზაზე. ივრეა მდებარეობს ადგილზე, სადაც ისტორიამდელ პერიდში მდებარეობდა დიდი ტბა, ახლა იქ ბევრი მცირე ტბაა: სირიო, სან-მოკელე და სხვა.

2018 წლის 1 ივლისს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრების ძეგლების სიაში შეიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ივრეა ცნობილია ფორთოხლების ბრძოლით – წელს ეს ფესტივალი 2-დან 5 მარტის ჩათვლით იმართება. ფესტივალის დროს ხდება ფორთოხლებით ბრძოლა ორგანიზებული ჯგუფების მიერ. ეს არის იტალიაში ყველაზე უფრო მასიური საჭმლით ბრძოლა. რაც შეეხება კარნავალის წარმოშობას, უკავშირდება კანონს, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ქალაქის თავი უნდა დაწოლილიყო ყველა ახალ პატარძალთან. მან ამას „პირველი ღამის კანონი“ უწოდა. ეს მანამ გრძელდებოდა, სანამ მეწისქვილის ქალიშვილი ვიოლეტა არ აჯანყდებოდა მის წინააღმდეგ. ვიოლეტამ ის კაბის ქვეშ დამალული ხმლით მოკლა და თავი წააცალა და ციხესიმაგრეს ცეცხლი წაუკიდა, რაც გადაიზარდა აჯანყებაში ტირანის მებრძოლების წინაღმდეგ. ისინი ძირითადად ქვებით იბრძოდნენ და გაიმარჯვეს კიდეც.

თავისუფლებისთვის ბრძოლა ფორთოხლების ბრძოლაში გადავიდა. ქვები ფორთოხლებმა შეცვალა. ყოველ წელს ირჩევენ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც განასახიერებს ვიოლეტას. ფესტივალი უფრო სახალისო რომ გახდეს, არსებობს ფორთოხლის მსროლელთა რამდენიმე გუნდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g