LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

129 ბოთლი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელის მოპარვისთვის საფრანგეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

120
France_Police_82319-780x520

129 ბოთლი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელის მოპარვისთვის, საფრანგეთის პოლიციამ, საქართველოს მოქალაქეები დააკავა. ფრანგული მედიის ცნობით, 36 და 28 წლის მამაკაცები საფრანგეთის ქალაქ გაპის სასამართლოს წინაშე გუშინ წარდგნენ.

საქართველოს მოქალაქეებმა, მაღაზიიდან ძვირადღირებული ვისკი, კონიაკი და შამპანური მოიპარეს. დაკავების შემდეგ პოლიციამ მათი ბინა გაჩხრიკა, სადაც 129 ბოთლი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინა.

მედიის ცნობით, სასამართლოში დამნაშავეებმა ბოდიში მოიხადეს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ერთს სამი წლით, მეორეს კი, ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g