საპარლამენტო უმცირესობის წევრ ლევან ბეჟაშვილს თავს გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაესხნენ.”რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, კიევიდან თბილისში დაბრუნებულ დეპუტატს მგზავრთა გამოსასვლელთან რამდენიმე პირმა ჯერ ფიზიკური, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“პოლიტიკურ ლიდერებზე ხდება თავდასხმა. ეს წახალისებულია ხელისუფლებისგან და არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
სამართალდამცავებმა ინციდენტის 2 მონაწილე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი კი, ორთაჭალის პოლიციის შენობაში დასაკითხად გადაიყვანეს.
