LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე : მომავალი 5 წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სკრინინგი უნდა მოხდეს

49

C ჰეპატიტის  უფასო სკრინინგი კიდევ 3 თვეს გასტანს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ C ჰეპატიტის სკრინინგის თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მომავალი 5 წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სკრინინგი უნდა მოხდეს.
“უფასო სკრინინგი დღესაც მიმდინარეობს და სამი თვის განმავლობაში კიდევ უფასო იქნება. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია ყოველწლიურად დაახლოებით 400 000 ადამიანის სკრინირება. ანუ მომავალი 5 წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სკრინინგი უნდა მოხდეს, რადგან ყველას სტატუსი ვიცოდეთ და ინფიცირებულების მკურნალობა დაიწყოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g