LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცეს

86
ყვითელი ლენტი

ქუთაისში ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცეს. ძარცვის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, საქართველოში დროებით მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გატაცებული დოკუმენტები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g