LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მიდის ჩვენი პენსია? – ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს დამატებით უფლებებს აძლევს

129
9c0d8f60-fc5e-11e8-8385-bb74ea2f6a3b

ეროვნული ბანკი საპენსიო თანხებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნულმა ბანკმა თანხმობა მისცა საპენსიო სააგენტოს მთლიანი თანხა ისეთ ანგარიშებზე განათავსოს, რომელზეც საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.

ამასთან ეროვნული ბანკი სთავაზობს საპენსიო სააგენტოს, მობილიზებული თანხა, ეროვნულ ბანკში გახსნილ საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე ყოველდღიურად გადაიტანოს.

“2019 წლის 1 იანვრიდან, “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაიწყო საპენსიო შენატანების შეგროვება. ამავე კანონის მიხედვით, საპენსიო აქტივების განკარგვა და ინვესტირება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაამტკიცებს. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭო ჯერ არ დაკომპლექტებულა, დღის წესრიგში დადგა უკვე აკუმულირებულ სახსრებზე სარგებლის დარიცხვის საკითხი, დამატებითი საკრედიტო რისკების აღების გარეშე.

შესაბამისად, საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს მიეცა აგრეგირებული თანხების ნომინალური მფლობელობის ისეთ ანგარიშებზე განთავსების შესაძლებლობა, რომელსაც კომერციული ბანკების მიერ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.

რაც შეეხება სახელმწიფო ხაზინაში საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს, ეროვნული ბანკის შეთავაზებით, საპენსიო სააგენტოს შეუძლია ყოველდღიურად მოახდინოს აღნიშნული თანხების საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე გადატანა, რასაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობის საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.

ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე არსებული თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღიურად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo ,” – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

magti 5g