სარეაბილიტაციო სამშაოების გამო დღეიდან კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან თბილისის მერია კანდელაკის ქუჩაზე, ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის კვეთამდე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
„პირველ ეტაპზე, სამუშაოები დაიწყება ჟვანიას მოედნიდან, რის გამოც კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ თვეში დასრულდება,“ – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კანდელაკის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა არასახარბიელოა და თბილისის მერია ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.