მასშტაბური ხანძრის გამო ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატის 17 დასახლებულ პუნქტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხანძარმა 2 500 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ძლიერი ქარის და სიცხის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
თუ ცეცხლი ვერ ჩააქრეს განადგურება პარკის მიმდებარე ტერიტორიასაც ემუქრება. მოსახლეობას ევაკუაციას ურჩევენ.