LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის“ შემქმნელები ფილმის სამ სხვადასხვა ფინალს იღებენ

111

როგორ დამთავრდება ცნობილი ფილმის „ბრიჯიტ ჯონსის“ მესამე ნაწილი, არავინ იცის. ფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, ფინალური სცენა სამჯერ გადაიღონ. საინტერესოა, რომ ფილმის დასასრულის შესახებ თავად მონაწილე მსახიობებმაც არაფერი იციან. Sunday Express-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რენე ზელვეგერმა დაადასტურა, რომ კოლინ ფერტმა და პატრიკ დემპსიმ არაფერი იციან ფილმის ფინალის შესახებ. ასევე ცნობილი ხდება, რომ მსახიობები სამ ფინალურ სცენაზე მუშაობენ, ხოლო რომელი დარჩება საბოლოოდ, პრემიერაზე გაირკვევა.

ფილმი ეკრანებზე 29 სექტემბერს გამოდის და სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, როგორ გაგრძელდა ბრიჯიტ ჯონსის ისტორია.

1

2

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g