ჰოლანდიურმა კომპანიამ Pal-V წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოტორ შოუზე მფრინავი ავტომობილი წარადგინა და ის გახდება პირველი სერთიფიცირებული მანქანა, რომელიც ბაზარზე გამოვა.
მფრინავმა სპორტქარმა ორტურბინიანი ძრავი მიიღო. ავტომობილს 3 500 მეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლია და ამ დროს მისი გადაადგილების სიჩქარე 180 კმ/სთ-ია. პროტოტიპი საშუალოდ 26 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს და მაქსიმუმ 500 კილომეტის გავლა შეუძლია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მანქანას ასაფრენად მინიმუმ 330 მეტრის სიგრძის ბილიკი სჭირდება და დაჯდომა კი მხოლოდ 30 მეტრის სიგანის გზაზე შეუძლია.
სიახლე გახდება პირველი სერთიფიცირებული ავტომობილი, რომელსაც სერიულ წარმოებაში ჩაუშვებენ და დასაწყისისთვის ის ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდება. მანქანის ფასი 399 000 დოლარი იქნება, ხოლო მათ კი ვისაც გაუმჯობესებული ვერსიის მიღება სურთ – 599 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ.
მფრინავი ავტომობილის შეძენას მსურველები 2020 წლიდან შეძლებენ.