LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო ფონდში უკვე 100 მილიონი ლარი შევიდა

117
lari

საპენსიო ფონდში უკვე პირველი 100 მილიონი ლარი შეგროვდა, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ bm.ge-ს განუცხადა.

„ბოლო მონაცემებით, ჩვენს საპენსიო ფონდში პირველი 100 მილიონი შეგროვდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით ხორციელდება. ამ თანხებთან სახელმწიფო არანაირ შემხებლობაში არ არის. ეს არის კერძო საკუთრება, პერსონალურად იმ ყველა მოქალაქის, რომელიც ჩაერთო სქემაში. შემდეგ მოხდება ამ თანხების ინვესტირება კეთილსაიმედო ფინანსურ აქტივებში. როგორც კი საინვესტიციო საბჭო დაიწყებს მუშაობას რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, თანხები განთავსდება დივერსიფიცირებულ პაკეტებში“, –   აღნიშნა სურგულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g