LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური სიბრძნე: არსებობს მცდარი გზა, მაგრამ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა

1470

3 500 წლის ისტორიის მქონე ჩინეთი ყოველთვის სამყაროს ინდივიდუალური ხედვით გამოირჩეოდა. ჩინურ კულტურაში უამრავია ისეთი სიბრძნეა, რაც ნებისმიერ ჩვენგანს გამოადგება ცხოვრებაში, რადგან არ შეიძლება ათასწლოვანი გამოცდილების ადამიანები ცუდ რჩევებს იძლეოდნენ.

* ათასი მილის მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება.

* უხილავი ძაფით არიან გადაბმული ისინი, ვისაც ერთმანეთთან შეხვედრა უწერია. ძაფი შეიძლება გაგრძელდეს, აიბურდოს, მაგრამ არასდროს გაწყდება.

* ის, ვინც ნაკლზე მიგითითებს, ყოველთვის მტერი არაა და ის, ვინც შენს ღირსებაზე ლაპარაკობს, ყოველთვის მეგობარი არაა.

* დანებების ცდუნება ყველაზე ძლიერი მაშინაა, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

* ნუ შეგეშინდება ნელა მოძრაობის, გეშინოდეს სამუდამოდ გაჩერების.

* ნურაფერს იტყვი, თუ დუმილს უკეთესით ვერ შეცვლი.

* ძლიერი დაბრკოლებას ერევა, ბრძენი კი – მთელ გზას გადის.

* ქოხი, სადაც მხიარულებაა ბევრად უფრო მდიდრულია, ვიდრე სასახლე, სადაც მოწყენილობაა.

* ბრიყვს ბედნიერებაც ბრიყვული აქვს.

* თუ ფეხი წამოკარი და დაეცი, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ არასწორი გზა აირჩიე.

* ის, რაც მოსახდენია, ყოველთვის საჭირო დროს მოხდება.

* ნუ შეგეშინდება, რომ არ იცი, გეშინოდეს, რომ არ გინდა იცოდე.

* როგორ ძლიერადაც არ უნდა ქროდეს ქარი, კლდე მის წინაშე მაინც არასდროს მოიხრება.

* შენ თქვი – მე დავიჯერე, შენ გაიმეორე – მე დავეჭვდი, შენ დაიჟინე და მე მივხვდი, რომ შენ იტყუები.

* უნაკლო მეგობარი არ არსებობს, ნაკლის ძებნას თუ დაიწყებ, მეგობრის გარეშე დარჩები.

* ვინც კარგად დასვენება არ იცის, არც კარგად მუშაობა შეუძლია.

* უბედურება იმ კარში შემოდის, რომელსაც გაუღებ.

* ას წელიწადში შექმნილი ერთ წამში შეიძლება დაინგრეს.

* უკეთესია ერთი დღე იყო ადამიანი, ვიდრე ათასი წელი ადამიანის აჩრდილი.

* დიდი მდინარე ჩუმად მიედინება, ჭკვიანი ადამიანი – არასდროს ლაპარაკობს ხმამაღლა.

* არსებობს მცდარი გზა, მაგრამ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g