LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზედაშე” რაჭაში ღვინის ქარხანას ააშენებს

573

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ღვინის ქარხანა აშენდება. ამის შესახებ ,,ფორტუნას” რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქარხანას შპს ,,ზედაშე” აშენებს, რომელმაც შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ვენახებიც გააშენა. ქარხნის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ექსპლოატაციაში მიმდინარე წელს შევა.

მარგველაძის თქმით, ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 2 მილიონ ლარზე მეტია. აქედან მილიონ ლარამდე სესხი კომპანიამ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში,  ,,ბანკი ქართუსგან” მიიღო.

სოფელი სადმელი იმ სოფლების ნუსხაშია, სადაც კომპანიები მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ.

2016 წლის 1 იანვარს ამოქმედებული კანონის თანახმად,  მეწარმეს, რომელიც მაღალმთიან რეგიონში საქმიანობს, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შემდეგ საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლით თავისუფლდება და ამ საწარმოს საქმიანობით მიღებულ შემოსავალს სახელმწიფო არ დაუბეგრავს.

სტატუსის მინიჭების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლების საწარმო 10 წლის მანძილზე არ გადაიხდის საკუთრებაში არსებული, ამავე ტერიტორიაზე მდებარე ქონების გადასახადს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები