უკრაინული დაბალბიჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ოდესიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანია ოდესა-ქუთაისი-ოდესას მარშრუტზე ოპერირებას 4 ივნისიდან შეუდგება და კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს იფრენს.
აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-მა ოდესა-ქუთაისის ავიარეისებზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო და ერთი გზის ღირებულება (ბარგის გარეშე) 174 ლარიდანაა.
შეგახსენებთ, SkyUp Airlines-ი უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ორი ქალაქის, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.
ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.