LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრება მიმდინარეობს

119

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

როგორც ”ფორტუნას” უწყებიდან აცნობეს, ბჟუჟის ადიდებამ 2014 წლის სექტემბერში, გურიას 3 მილიონ 24 ათასი ლარის ზარალი მიაყენა.

პროექტის ფარგლებში შენდება 7,20 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავი კედელი. კედლის მშენებლობა ბჟუჟის კალაპოტში იმ ადგილას მიმდინარეობს, სადაც ადიდებულმა მდინარემ 70 მეტრის მანძილზე საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა. აღნიშნული გზით გურიის შვიდი სოფლის მოსახლეობა – დაახლოებით 5219 ადამიანი სარგებლობს.

ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშოები ასევე, მოიცავს 100 მეტრი სიგრძის გაბიონის მშენებლობას. ამასთან, გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა  მდინარის კალაპოტი; წყლის  შესაკავებლად მოეწყო რამდენიმე დროებითი დამბა, ჩაიდო 36 ცალი 10 ტონიანი ტეტრაპოდი. მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული.

magti 5g