რამდენიმე წუთის წინ, ლეონარდო დიკაპრიოს ,,ინსტაგრამზე”, კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის, ,,ერთხელ ჰოლივუდში” პირველი საიმიჯო პოსტერი გამოქვეყნდა.
პლაკატზე, რომელსაც უკვე მილიონზე მეტი ,,ლაიქი” აქვს, ,,ოსკაროსანი” ვარსკვლავი ბრედ პიტთან ერთადაა აღბეჭდილი. ამერიკელი მსახიობები კინოსურათში მეგობრებს, რიკ დალტონსა და კლიფ ბუთს განასახიერებენ.
რეალური ამბის მიხედვით გადაღებული კრიმინალური დრამის სიუჟეტი 1969 წელს, ჰოლივუდში ვითარდება.
View this post on Instagram
Hollywood. 1969. #OnceUponATimeInHollywood
A post shared by Leonardo DiCaprio (@leonardodicaprio) on
შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე პროექტის რელიზი 2019 წლის 9 აგვისტოს, ჩარლზ მენსონის სექტის მიერ ცივსისხლიანი მკვლელობის 50-ე წლისთავზე იგეგმებოდა, თუმცა, ფილმი დიდ ეკრანებზე რამდენიმე დღით ადრე, 26 ივლისს გამოვა.