„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ გიგა კვენეტაძე და ვარ რაო-ს ანუ, რუსეთის საავტორო საზოგადოების წევრი. მინდა გითხრათ ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც რუსეთში მოღვაწეობს, არის საქართველოს, სამშობლოს მოღალატე, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ ასეთი განცხადებებისგან. თუ მაინც არ შეიკავებთ თავს ასეთი უაზრო განცხადებებისგან, მთაწმინდა მაინც სიწმინდესთან ასცორიდება, მე ვცხოვრობ გორაზე, ქალაქ ქუთაისში, ძალიან დიდი დაღმართია და იქიდან გამოექანოთ. მადლობა“ – ეს განცხადება ვიდეომიმართვის სახით გიგა კვენეტაძემ ახლახან საკუთარ „ფეისბუქზე“ განათავსა.