LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა კვენეტაძე: “დაანებეთ თავი ბულინგს ქართველი ცნობილი სახეების, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ…”

1878
BeFunky-collage

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე, კრემლის სახელმწიფო სასახლეში კონცერტი გაიმართება, რომელშიც წარმოშობით ქართული წარმოშობის მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. როგორც აფიშიდან იყო ცნობილი, რუსული ესტრადის სხვა  წარმომადგენლებთან ერთად ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარა გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი, A’Studio (სოლისტი ქეთა თოფურია).

ნატო დუმბაძე: „შეგნებულად არ ვწერდი, მინდა გაგიცრუოთ იმედები… ქეთა ამ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო არ იღებს მონაწილეობას!“

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” რუსეთში დაგეგმილ კონცერტში წარმოშობით ქართველი მომღერლის, თამარ გვერდწითელის მონაწილეობა მისი ვარსკვლავის უკრაინის დროშის ფერებით გადაღებვით გააპროტესტა. ორგანიზაციის წევრები არ მალავენ, რომ ვარსკვლავი თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ მათ გადაღებეს.

დათო ოქიტაშვილი: “უკრაინაში როცა დედები, ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, შენ “ბედნიერ “დედებს კრემლში არ უნდა უმღერო…ამას გამართლება არ აქვს”

საკითხზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს მომღერალი გიგა კვენეტაძე და წერს:

“ისე არ ქნათ როცა მშვიდობა დაისადგურებს და თქვენს ნაჯღაბნებს გადაიკითხავთ შეგრცხვეთ, დაანებეთ თავი ქართველი ცნობილი სახეების ბულინგს, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ და თუ მაინც ნამუსი ერთი ბეწოც არ შეგრჩათ,ლოკაციას დაგიდებთ საიდან უნდა გამოექანოთ”, – წერს გიგა კვენეტაძე.

გიგა კვენეტაძე: „უკრაინაშიც ბევრი მეგობარი მყავს, რუსეთშიც და რომელ თითს ვუკბინო, არ ვიცი…“

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები