ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ტაქსას ჯიშის ძაღლი ამოიყვანა.
მაშველებმა ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება.
“გადარჩენილი ტაქსა არ არის იდენტიფიცირებული – არის ხვადი, 1-2 წლის, უკეთია წითელი საყელური.
პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე – 0 322 421 171,” – წერია ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში.