LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში მიმდინარე სავალუტო მოვლენები, საქართველოზე მინიმალურად აისახება

45

აზერბაიჯანში მიმდინარე სავალუტო მოვლენები, საქართველოზე მინიმალურად აისახება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო აქტიურად აკვირდება აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებს.

“ჩვენს ქვეყანას აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რომლის გამოც, შიდა თუ გარე შოკები უკვე დიდი ხანია ასახულია ჩვენს კურსში. რაც შეეხება აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაზე ამ მოვლენების გადმოცემას, სავარაუდოდ, იქნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ მინიმალურად”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ფუნქციონირება აუკრძალა. ვალუტის გადაცვლა დღეიდან მხოლოდ ბანკის ოფისებში იქნება შესაძლებელი. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები მხოლოდ ტურისტულ ადგილებში, აეროპორტებსა და სასტუმროებში შენარჩუნდება.

აღნიშნულ სიახლეს მარეგულირებელი ორგანო უფრო ოპერატიული მომსახურების უზრუნველყოფით ხსნის. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეის მდგომარეობით 914 ბანკის ფილიალი ფუნქციონირებს, მათ შორის 458 რეგიონებში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g