LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მწუხარებას გამოთქვამს

71
საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„გამოვხატავთ, დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში, მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი.

ვგმობთ ტერორიზმს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი და აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად, 50-მდე ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g