სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება 26 იანვარს დროებით შეიზღუდება.
როგორც ”ფორტუნას” ”თელასიდან” აცნობეს, სამგორის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქნავთობის, საქსოფმანქანის, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, სახალხოს, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის, დოდაშვილის და ჩარხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.